რა კავშირში არიან ახალაიები ჟურნალისტის ცემასთან?

ზაზა დავითაიას აფრთხილებდნენ, ახალაიების წინააღმდეგ სტატიების წერა შეეწყვიტა, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, როგორც მას დავითაიამ უთხრა, დაახლოებით თვენახევრის წინ მისთვის უცნობმა პირებმა მის ტელეფონზე მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების გაგზავნა დაიწყეს.
“ზაზა დავითაია მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშწორებას დათა და ბაჩანა ახალაიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ რამდენიმე ათეულ სტატიას უკავშირებს. როგორც დავითაიამ გვითხრა, დაახლოებით თვენახევრის წინ მისთვის უცნობმა პირებმა მის ტელეფონზე მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების გაგზავნა დაიწყეს. უცნობი პირები მას მოუწოდებდნენ, შეეწყვიტა ახალაიებზე სტატიების წერა. როგორც დავითაიამ გვითხრა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა სამართალდამცველ სტქუტურებს, თუმცა რეაგირება მათი მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია, ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაუშვებელია”, – განაცხადა ჩიტაძემ “პირველის” პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციისას..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები