ინციდენტი პარლამენტთან – ღორები ხართ, ღორები…
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტში მისულ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მასთან შეხვედრა სთხოვეს, თუმცა უმრავლესობის ლიდერი შენობაში მოქალაქეებთან შეხვედრის გარეშე შევიდა.
ამის შემდეგ იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა დავით საგანელიძეს პირველი მევახშე უწოდეს. მათ სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ზურაბ მელიქიშვილს.
„სირცხვილი ამათ. ღორები ხართ, ღორები. ხალხის ფულით ისქელებთ ჯიბეებს,“ – ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.