პრემიერი: მედიის დამოუკიდებლობით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. როგორც პრემიერმა განმარტა, ხელისუფლება ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს ადგას. “ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისას, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება, რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია და ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის საამაყოა, რომ სულ ახლახან გამოქვეყნებული კვლევების შედეგებით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე. ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანად, აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. მან მოსახლეობას “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები