პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ვადა 22 ოქტომბრამდე აქვთ.
ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს ხელმეორედ 5 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
მომავალი წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტები სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება იქნება. აღნიშნულ უწყებებს 2015 წლიდან გაზრდილი ბიუჯეტი ექნებათ.
საპარლამენტო უმცირესობისათვის ბიუჯეტის პარამეტრები მიუღებელია, რის გამოც დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები