ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ორი წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
პრემიერმა მიმართვის დასაწყისში აღნიშნა, რომ პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შიშის გარეშე ცხოვრება აირჩია.
პრემიერმა ქართველ ხალხს და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. “პირველი ოქტომბრის გამარჯვება ჩვენმა ხალხმა ძალიან დიდი ბრძოლით მოიპოვა და ეს ბრძოლის გზა არ იყო იოლი. ამიტომ, მე მინდა მივმართო ჩვენს ხალხს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა იმ თანადგომისთვის, რომელიც მათ 2012 წელს ჩვენს პოლიტიკურ ძალას – კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. მე მინდა გულწრფელად გამოვხატო აღფრთოვანება ჩვენი ხალხის შემართებისადმი. ეს გამარჯვება ნამდვილად არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, და რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი კოალიციის ლიდერი, ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის ღირსეულად დამარცხება ისე, როგორც ჩვენს ხალხს ეკადრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები