აშშ-ს დეპარტამენტი სააკაშვილისთვის ვიზაზე უარის თქმის შესახებ – ინფორმაციის გასაჯაროება აკრძალულია
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ი ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა.
როგორც სააგენტო წერს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არც ადასტურებს და არც უარყოფს ცნობას, რომელიც ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
“როგორც დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დრიუ ბეილმა აცნობა, „აშშ-ის იმიგრაციისა და მოქალაქეობის კანონის 222-ე „F“ სექციის თანახმად, კონკრეტული სავიზო საქმეთა დეტალების გამჟღავნება აკრძალულია“, – წერს სააგენტო.