ზაზა სოფრომაძე ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და საგანგებო სიტუაციისა და კოორდინაციის რეჟიმის უფროსი ზურაბ უტიაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ დელეგაციას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ სამედიცინო მომსახურებებისა და დახმარებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო და, ზოგადად, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უწევს.
ასევე აღინიშნა იმ მშენებლობების შესახებ, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში მიმდინარეობს. საზღვრისპირა 17 სოფელში შენდება ახალი ამბულატორიები, ტყვიავის ემერჯენსი და მულტიპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა სოფელ რუხში. ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს იმას,რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ რაც შეიძლება მეტად გაუმარტივდეთ სამედიცინო მომსახურებების მიღება.
სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს,თავის მხრივ კი სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმისათვის,რომ შეხვედრისას გაჟღერებული ინფორმაცია აუცილებლად მოხვდება მათ ანგარიშში.