მიხეილ სააკაშვილი ნიუ – იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე მიიწვიეს. ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მათი ინფორმაციით, სააკაშვილი ვაჭრობის დახურვის ბოლო ზარის საზეიმო ცერემონიალს დაესწრება, რომელზეც მსოფლიოში ცნობილ მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავებს იწვევენ.
ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, მიხეილ სააკაშვილს ერთხელ უკვე დაარეკინეს ბოლო ზარი პრეზიდენტობის დროს, ამჯერად კი, იგი მსოფლიოს ფინანსურ შუაგულში “კონკორდია” სამიტის ფარგლებში იყო მიწვეული.