მაია ფანჯიკიძე ჰელენ კლარკს სამუშაო საუზმის ფარგლებში შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორ ჰელენ კლარკს სამუშაო საუზმის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს განვითარების მიღწევებს, გამოწვევებსა და გაეროს განვითარების პროგრამის როლს ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის ხელშეწყობაში.
ჰელენ კლარკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი მაია ფანჯიკიძესთან ერთად პრესის წარმომადგენლებსაც შეხვდება.