ნინო გიორგობიანი: სამართალდამცველებს “თავისუფალი ზონის” ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი “თავისუფალი ზონის” წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს, ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას პოლიციას ელექტროშოკი არ გამოუყენებია. “ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა. სამართალდამცველებს “თავისუფალი ზონის” ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. რაც შეეხება ფარნაოზ ჭკადუას, ის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს”, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები