ირმა ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ყველა მოხვდებით „მატროსოვზე“ კარანტინის გავლით

„ჩუმად იყავით, თქვენ არა გაქვთ უფლება რომ ხმას იღებდეთ აქ“ – ასე მიმართა „ პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს დავით საყვარელიძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში. ირმა ინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პირველი პირი, მატროსოვის ციხეში კარანტინის გავლით უნდა შევიდნენ. საკრებულოს დეპუტატმა „ნაცონალური მოძრაობის“ წევრები რუსეთის აგენტებს შეადარა.
„ჩუმად იყავით, მე არ ვაპირებ თქვენთან დისკუსიას. თქვენ ყველა მოხვდებით მატროსოვზე! კარანტინის გავლით მოხვდებით! მოსკოვში მიხეილ სააკაშილი, მისი ბიძა და მთელი თქვენი გუნდი დარბის და დარბოდა. პუტინის ლაქიები და მონები თქვენ იყავით. თქვენზე დიდი „შტირლიცები“ და რუსეთის აგენტები ჩემს სამშობლოს არ ჰყოლია“, – მიმართა ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
მანვე ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების საკადრო ცვლილებებზე. როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერები დღემდე იკავებენ თანამდებობებს და თავს კარგად გრძნობენ.
„ძალიან მინდა ვისაუბრო ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე, რომ „ნაცზონდერები“ დღემდე იკავებენ თანამდებობებს, მინდა ვისაუბრო თუ როგორ ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ რა დაანგრია და ვინ რა ააშენა, ჩვენ ქართველ ხალხს აღარ გვინდა ამის მოსმენა. ძალიან კარგად ვიცით მთელმა ერმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთელ ლიდერშეფობა უნდა მიბრძანდეს „მატროვის“ ციხეში“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები