ირაკლი ქარსელაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თბილისის აეროპორტში დახვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმარს და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.