ჯონ მაკკეინი: ახლა თუ თბილისში მოხვდებით, დაგხვდებათ აღდგენილი და ლამაზი ქალაქი

 შევარდნაძის დროს თბილისის ქუჩებში დაცვის გარეშე ვერ გაივლიდი, ახლა თუ იქ მოხვდებით, დაგხვდებათ აღდგენილი და ლამაზი ქალაქი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კონკორდიას სამიტზე მონაწილეობისას განაცხადა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხელ სააკაშვილიც იმყოფება. როგორც მაკკეინმა აღნიშანა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, მას უთხრა, რომ სურდა თავის ქვეყანაში დაბრუნება მის გასათავისუიფლებლად.
„დღეს აქ იმყოფებიან ალექსანდრე კვასნევსკი, ვაირა ვიკე ფრაიბერგა და ჩემი მეგობარი მიშა, რომელსაც შევხვდი როდესაც ის ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. მაშინ მითხრა, რომ სურდა თავის ქვეყანაში დაბრუნება, რათა ქვეყანა გაეთავისუფლებინა და მართლაც აქცია მან საქართველო წარმატებულ ქვეყნად. შევარდნაძის დროს თბილისის ქუჩებში დაცვის გარეშე ვერ გაივლიდი, ახლა თუ იქ მოხვდებით, დაგხვდებათ აღდგენილი და ლამაზი ქალაქი“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები