„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა დღეს ოქტომბერსა და დავითიანში იმყოფებოდა და სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შეხვდა.
დავით კოდუას თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს არსებული პრობლემების უბან-უბან შესწავლა.
„დღეს სოფელ ოქტომბერისა და დავითიანის სხვადასხვა უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრები გავმართეთ. ჩვენი შემუშავებული ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს არსებული საჭიროებები უბან-უბან შევისწავლოთ. ამ შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემების ჩამონათვალი იქნება ჩემი სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში შესვლის დღიდან – მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და მათი ინტერესების დამცველი ყველა უწყებაში”, – აცხადებს კოდუა.