ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა  საფეხბურთო სკოლა ,,სიონის“ ფეხბურთელებს სპორტული ეკიპირება გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ახლად დაფუძნებულ საფეხბურთო სკოლა ,,სიონის“ ფეხბურთელებს სპორტული ეკიპირება გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ,,სიონის“ ბაზაზე საფეხბურთო სკოლა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 120 სპორტსმენს აერთიანებს.

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ფირუზ რეხვიაშვილის სახელობის მინი-სტადიონზე საფეხბურთო სკოლა ,,სიონის“ ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა, სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პატარა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საფეხბურთო კლუბ ,,სიონისა“ და საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები