რატი იონათამიშვილი: ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან

მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

,,ჩვენ ვნახეთ ცრუ დასმენისა და ღალატის აქტი ქალბატონი გიგაურის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, სენატორ რიშის შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ის თურმე ზევიდან უყურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ნებას. გვექნება შესაბამისი პასუხი. ამ პასუხს 26 ოქტომბერს ეს ადამიანები ძალიან მტკიცედ და ძლიერად ნახავენ და ან ბოდიშს მოუხდიან ჩვენს ქვეყანას, ან მოუწევთ იმის აღიარება, რომ ძალიან დიდ შეცდომებს სჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები