არჩილ გორდულაძე: ეკა გიგაურის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით

,,ეკა გიგაურის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით და მეტი არაფრით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკა გიგაური ხშირად გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით და ქმედებებით.

“არ შეიძლება ეკა გიგაური ჩაითვალოს ობიექტურ დამკვირვებლად ან ობიექტურ პირად. მას სამოქალაქო სექტორიდან სხვა არაფერი გაუკეთებია, თუ არა ქვეყნის გაშავება, რეპუტაციის შებღალვა. ეს ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით, ხშირად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებით და ქმედებებით არის გამორჩეული. ზუსტად ეს ვიხილეთ ჩვენ გუშინ სენატში. მისი განცხადებები გაჯერებული იყო ტყუილებით და მეტი არაფრით. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც მის თანხებს მალავს და ორიენტირებულია იმაზე, რომ შემოსული და დახარჯული თანხები დამალოს და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რაიმე ობიექტურ ჭეშმარიტებას და ერთ ფაქტს მაინც დაასახელებდა კონგრესის მოსმენის დროს.

კაპიტანი ეკა გიგაური წარადგინეს, როგორც ობიექტური დამკვირვებელი 2012 წლის შემდეგ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე. როცა ასეთი განცხადებები კეთდება, თითქოს ისე გამოდის, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში დემოკრატია ყვაოდა და 2012 წლის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით დიდი მიღწევებია, თურმე, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. რბილად რომ ვთქვათ, ეს გულდასაწყვეტი და სამწუხაროა,” – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები