უცხო ენების სწავლებისა და სასკოლო საგნების ტრენინგების ცენტრი ISG – გზა გარანტირებული წარმატებისკენ

ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აბიტურიენტებმა და დაბალი კლასების მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს. სხვადასხვა საგანში ცოდნის მისაღებად მათ მრავალი ტრენინგცენტრი ეხმარება, ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე მრავალპროფილური ტრენინგცენტრი ISG აღმოჩნდა, რომელმაც თავი უცხო ენათა სწავლების ძლიერ ცენტრად დაიმკვიდრა. როგორც ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკატერინე მიქაუტაძე განმარტავს, ცენტრს საინტერესო შეთავაზებები არა მარტო ბავშვების, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც აქვს.1175303_844860318892147_8498061393002531842_n
მრავალპროფილურ ტრენინგცენტრში ბავშვებს საშუალება ეძლევათ, ნებისმიერ სასურველ საგანში მოემზადონ. მათ შორისაა: მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, უნარები, ქართული, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია….
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ეკატერინე მიქაუტაძემ განაცხადა, ცენტრში საკმაოდ კარგი ფასები და პატარა ჯგუფებია. მისი თქმით, თითო ჯგუფი 4-5 მოსწავლისგნ შედგება. „თითო ჯგუფი 4-5 მოსწავლისგან შედგება. ბავშვებისთვის თითო საგნის სწავლების ღირებულება 60 ლარს, ხოლო აბიტურიენტებისთვის 80 ლარს შეადგენს. განსხვავებული ფასი აქვს ქართულ ენას, ქართული ენა 120 ლარია, 100 ლარია უნარები და უცხო ენა. უცხო ენის გაკვეთილები კვირაში სამჯერ, სხვა საგნების გაკვეთილები კი კვირაში ორჯერ ტარდება“, – განაცხადა ეკატერინე მიქაუტაძემ.
რაც შეეხება უცხო ენას, ცენტრი უცხო ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს საინტერესო შეთავაზებას უკეთებს. ISG -ს ენის ცენტრში მშობელს შეუძლია ბავშვი 5 წლის ასაკიდან მიიყვანოს და თავად მშობელიც ამავე ცენტრში შევიდეს. ცენტრში არსებობს ე.წ. საღამოს ჯგუფები, რომლებიც ზრდასრულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, თუნდაც სამსახურის შემდგომ ეწვივნენ ცენტრს და დაეუფლონ უცხო ენას ნებისმიერ საფეხურზე. ცენტრში არა მხოლოდ სასაუბრო ენა ისწავლება, არამედ მიმდინარეობს მზადება სხვადასხვა უცხო ენის უმაღლესი სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. ცენტრში შეგიძლიათ ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული ენები შეღავათიან ფასად ისწავლოთ.10698586_844860692225443_1979301969827570239_n
„ ჩვენთან ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიღება შესაძლებელია. უცხო ენის ჯგუფები გვაქვს 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის. ნებისმიერი უცხო ენის სწავლების ფასი კი 120 ლარი, ბოლო საფეხურზე კი 130 ლარი იქნება. თუკი მოსწავლე ცენტრში რამდენიმე სხვადასხვა საგანში ერთდროულად ემზადება, მისთვის გარკვეული შეღავათი წესდება. 4 საგნის აღების შემთხვევაში საერთო ღირებულების 10% აკლდება გადასახადს. უცხო ენებში სულ 6 საფეხურია, თითო საფეხური მოიცავს 3 თვეს. ფრანგულში ვამზადებთ დელფისა და დალფის გამოცდებისთვის. მსმენელის მიღებისას ტარდება ტესტირება და ხდება გამოვლენა, თუ რომელი დონის ჯგუფში უნდა ჩაირიცხოს მსმენელი. იმ ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებულია, არსებობს საღამოს ჯგუფები, შარშან ბოლო ჯგუფი საღამოს 9 საათზე იყო“,- განაცხადა ეკატერინე მიქაუტაძემ.
სკოლის დამფუძნებლის განცხადებით, სკოლაში კარგი ინფრასტრუქტურა და მშვიდი გარემოა. სკოლის დამფუძნებლის განცხადებით, ცენტრში მომუშავე მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ერთგვარად მოსწავლეების წარმატების გარანტი არიან. ეკატერინე მიქაუტაძის განცხადებით, სკოლის მასწავლებელთა რიგებს უახლოეს დღეებში ამერიკელი პედაგოგიც შეუერთდება, რაც ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ერთიორად გაუიოლებს ენის შესწავლას. სკოლის მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციას გასულ წელს მიღწეული წარმატება მოწმობს. გასული წლის სააბიტურიენტო ჯგუფის ყველა წევრი სტუდენტი გახდა.

1962712_844860315558814_1703145036517315862_n

10703556_844860915558754_2445815285824896409_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები