იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თავისუფლად გადაადგილება კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ის, რომ ბატონი კეზერაშვილი სხვადასხვა გზებით ცდილობს ოპოზიციის დაფინანსებას, უშუალოდ მისი განცხადებებიდანაც ირკვევა. მას ამ ფაქტის უგულებელყოფა არც უცდია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს, რომელიც ფაქტობრივად, ხელს უწყობს საქართველოში რადიკალიზმის განვითარებას, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა ბრძანა, ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს მისი ასეთი თავისუფალი გადაადგილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის შედეგად ამ კითხვის ნიშნებს სათანადო პასუხი აუცილებლად გაეცემა“, – განაცხადა მინისტრმა.