ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ყოფილი პრემიერის გვამის ექსჰუმაციაზე თანახმანი არიან
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები გვამის ექსჰუმაციაზე თანახმანი არიან. მისი ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ოჯახი დაეთანხმება ყველა იმ პროცედურას, რომელსაც საქმის გამოძიებისთვის საჭიროდ ჩათვლის.
„ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთეს პოზიცია, და თუ დაჭირო გახდა ყველა საგამოძიებო მოქმედებებს მხარს დავუჭერთ. მუდმივ კოტაქტზე ვართ გამოძიებასთან და, ვფიქრობ, ყველა ინფორმაციას ვფლობთ“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ. პროკურატურამ ყოფილი პრემიერის გვამის ექსჰუმაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პროცედურის განხორციელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.