ოზურგეთში სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა 6 მილიონ ლარს შეადგენს

დღეს დილის 08.00 საათის მონაცემებით, 6 მილიონი ლარი სჭირდება ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
“აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, გზებზე, შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უკვე იმსჯელა და ჩვენ დაგვევალა, 6 მილიონი ლარი გამოვყოთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება აჭარას, მინისტრის თქმით, აჭარაში ჯერჯერობით ზარალის რაოდენობა ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები