გორდულაძე – ოპოზიციას: ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში
“გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ექნებათ არაერთი პროვოკაცია, მათ შორის, შესაძლებელია, რომ ისეთი პროვოკაციული ქმედებებიც კი განახორციელონ, რომლებიც პირდაპირ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ იყოს მიმართული, რათა მერე ეს ყველაფერი თავიანთი მავნე კამპანიისთვის გამოიყენონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა.
დეპუტატი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ყველაფერი კანონის შესაბამისად გააკეთონ.
“ყველას მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ კანონის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა გორდულაძემ.