რამდენიმე დღეში პატიმართა შეწყალება იგეგმება
უახლოეს დღეებში პატიმართა გარკვეული რაოდენობა შეწყალების აქტის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ქორიძის თქმით, კომისიამ ასობით მსჯავრდებულის განცხადება განიხილა. მათ შორის 312 მსჯავრდებულის საქმე კი კომისიის ყველა მოთხოვნას და კრიტერიუმს აკმაყოფილებლა. „უფლება არ მაქვს, ზუსტი ციფრი დაგისახელოთ, თუ რამდენ მათგანს გავუწიეთ რეკომენდაცია. შეწყალების შესახებ განცხადება ისეთ მსჯავრდებულებსაც ჰქონდათ დაწერილი, რომელიც მძიმე დანაშაულებებში, მათ შორის ტერორიზმში, განზრახ მკვლელობაში, ნარკოტიკის გასაღება- შენახვაში არიან ბრალდებულები.
პრეზიდენტს რეკომენდაციები უკვე გადავუგზავნეთ და შეწყალება უახლოეს დღეებში განხორციელდება“- განაცხადა ზვიად ქორიძემ. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, მსჯავრდებულთა შესწყალება რომელიმე რელიგიური დღესასწაულზე მოხდება.