გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო მეკარის პრიზზეა ნომინირებული
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი წლის საუკეთესო მეკარის პრიზზეა წარდგენილი.
გარდა ამისა, წლის საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძოლებენ:
- დიოგუ კოშტა (პორტო);
- ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ);
- გრეგორ კობელი (დორტმუნდი);
- ანდრეი ლუნინი (რეალ-მადრიდი);
- მაიკ მენიო (მილანი);
- გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/ლივერპული);
- ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა);
- უნაი სიმონი (ატლეტიკ ბილბაო);
- იან ზომერი (ინტერი);
- რონვენ უილიამსი (მამელოდი სანდაუნსი).
წლის საუკეთესო მეკარე 28 ოქტომბერს დასახელდება. გამარჯვებულს ლევ იაშინის სახელობის პრიზს ფრანგული ჟურნალი გადასცემს.