შსს-ში აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძემ, შსს-ს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.

უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას , კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები