პუტინმა ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა“. პუტინის განცხადებით, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხით რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის თანამშრომლობა გაძლიერდება.
პუტინმა აღნიშნა, რომ „ეს დღესასწაული აფხაზი ხალხის ვაჟკაცობას, სიმტკიცეს და გმირობას ასახავს. მტკიცე ბრძოლაში ხალხმა მშვიდობიანი და თავისუფალი ცხოვრებისთვის საკუთარი უფლება მოიპოვა“.