ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შენობა 250 მაყურებელზეა გათვლილი.
,,მოეწყობა ორი დარბაზი, რომელიც კალათბურთს, ფრენბურთს და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს დაეთმობა.
შენობაში მოწყობილი იქნება სველი წერტილები, გასახდელები, საშხაპეები.
კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 680 538 ლარით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა”,- წერია ინფორმაციაში.