კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნპბით,სტუდენტთა  უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი. მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, 15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი გრანტით.

ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი, სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები