ემელინ პანკჰერსტის ფასდაუდებელი ბრძოლა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის

ემელინ პანკჰერსტი დაიბადა 1858 წლის 15 ივლისს მანჩესტერში, ინგლისში, პოლიტიკურად აქტიურ ოჯახში. პატარა ასაკიდანვე აინტერესებდა სოციალურ საკითხები და ქალთა უფლებები. მშობლების აქტიურობით შთაგონებულმა პანკჰერსტმა სიცოცხლე სწორედ ქალების უფლებებისთვის ბრძოლას, განსაკუთრებით კი, მათი ხმის უფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.

ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობის პროგრესის ნელი ტემპით იმედგაცრუებულმა, 1903 წელს ემელინმა დააარსა ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირი (WSPU). ორგანიზაცია ცნობილი იყო თავისი მებრძოლი ტაქტიკით, რომელიც მოიცავდა პროტესტს, ნათლად ასახავდა მათი პირდაპირი მოქმედების ვალდებულებას.

პანკჰერსტის ხელმძღვანელობით, WSPU-მ გააძლიერა კამპანია ქალთა ხმის უფლებისთვის. ორგანიზაციის წევრები, რომლებიც სუფრაჟისტების სახელით გახდნენ ცნობილი, შლიდნენ პოლიტიკურ შეხვედრებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს და მიმართავდნენ სხვა ასეთ აქტივობებს, რათა თავიანთი ბროძლისაკენ საზოგადოების ყურადღება მაქსიმალურად მიემართათ. ამ ყველაფრის გამო, თავად პანკჰერსტი არაერთხელ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, სადაც შიმშილობდა კიდეც.

მართალია, სუფრაჟისტების ტაქტიკამ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია გამოიწვია, მაგრამ ქალთა საარჩევნო უფლების საკითხი ეროვნული ყურადღების ცენტრში დიდხანს იყო მოქცეული. პანკჰერსტის მონდომებამ და ხელმძღვანელობამ შთააგონა უამრავი ქალს, შეერთებოდნენ ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის, მათ შორის, ძალადობისა და პატიმრობის პირობებში.

როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, პანკჰერსტმა დროებით შეაჩერა საარჩევნო უფლების კამპანია ომის მხარდასაჭერად, რადგან თვლიდა, რომ ეროვნული ერთიანობა აუცილებელი იყო. ქალები ომის დროს იღებდნენ მნიშვნელოვან როლებს, მუშაობდნენ ქარხნებში, მსახურობდნენ მედდებად და სხვადასხვა პოზიციიდან შეჰქონდათ მიმდინარე პროცესებში თავიანთი წვლილი. ქალების შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების აღქმის ცვლილებამ ქალთა საარჩევნო უფლებისადმი დამოკიდებულების შეცვლაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

1918 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“, რომელიც 30 წელზე უფროსი ასაკის ქალებს ხმის მიცემის უფლებას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სრული ხმის უფლება, ეს გახლდათ მნიშვნელოვანი გამარჯვება პანკჰერსტისა და სუფრაჟისტებისთვის. სრული ხმის უფლება 21 წლის და მეტი ასაკის ქალებისთვის მიღწეული იქნა ათი წლის შემდეგ, 1928 წელს, ემელინ პანკჰერსტის გარდაცვალებიდან მალევე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები