დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან სამხრეთ ოსეთს არანაირი კავშირი არ აქვს, აღნიშნული განცხადებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე იგორ კოჩიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა ოსებსა და აფხაზებს “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრული აღდგენის” საქმეში “წარმატებაში თანამონაწილეობისაკენ” მოუწოდა. ” თუნდაც გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ მინისტრის გაკეთებული განცხადებებისათვის – მნიშვნელობის მინიჭება, მასში ჯანსაღი აზრის ძიება მე არ დამიწყია. ჩვენ კარგად ვიცით ასეთი გამოსვლების ფასი და ქართველი პოლიტიკოსების პირიდან ის არაერთხელ მოგვისმენია”, – აღნიშნა კოჩიევმა. ” რატომ არ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები სამხრეთ ოსეთის ხალხის გაღებულ ადამიანურ მსხვერპლზე ? დევნილების დაბრუნების პრობლემებზე საუბრისას რატომ არ საუბრობენ მიწაზე, რომელიც უდანაშაულო მოკლული ბავშვების, მოხუცების, ქალების სისხლითაა მორწყული. რუსეთის აგრესორად დასახელებით, სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლის პრინციპებისა და ნორმების სხვადასხვა ინტერპრეტირებით, საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები ორმაგი სტანდარტებისადმი მიდრეკილებას კიდევ ერთხელ ადასტურებენ”- აცხადებს ოსი “პარლამენტარი”. კოჩიევმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობა ხალხის ნების გამოვლენაზეა დამყარებული, ხოლო რუსეთში პრეზიდენტის ბრძანებულებებმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის გზა გაამყარეს. ” რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – მე მინდა შევახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ 1774 წელს ოსეთის წარმომადგენლებმა რუსეთთან შეერთების შეთანხმებას საკუთარი სურვილით ხელი მოაწერეს, ხოლო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. 1992 წელს, პირველი გენოციდის შემდეგ, ერის სურვილის საწინააღმდეგოდ, სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის სტატუსით შევიდა. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს”, – განაცხადა კოჩიევმა. კოჩიევმა ასე აღნიშნა – საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აცნობეს შერიგების პირობა – ოსი ხახლის გენოციდის აღაირება, სამხედრო აგრესიის აღიარება, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარება და ა.შ. ” მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დაახლოებასა და შერიგებაზე საუბარი” – დაასრულა პოლიტიკოსმა.
მომზადებულია “vladikavkaz.bezformata.ru”-ს მასალების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები