ბათუმი-ახალციხის გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე ტრანსპორტისა და ქვეითთა გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი სოფელ დოლოგნის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწოლა გახდა. შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია.
მეწყერს მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია, რადგან დამეწყრილი ტერიტორიის სიახლოვეს მოსახლეობა არ ცხოვრობს.