საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს

დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას. შტაბის საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.
ამ ეტაპზე მესტია-ხაიშის გზაზე კლდეზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია. გურიაში და იმერეთში, უხვი უწყვეტი ნალექის პირობებში, მოსახლეობის ეზოებიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ჩოხატაურის ხუთ სოფელში, ფოთში, ქალაქ ლანჩხუთის ნაწილში. ვანის ორ სოფელში დაზიანებული ტრანფორმატორების შესაკეთებლად ბრიგადები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად. ჩამოწოლილი მეწყრული მასისგან იწმინდება ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი. საგანგებო შტაბის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა უწყება აუცილებელი ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები