პაატა ზაქარეიშვილი ქვემო ქართლში შეხვედრებს გამართავს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვემო ქართლში მოქმედი არასამთავრობოების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებს და სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე გაიმართება „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009-2014 წლების სამოქმედო გეგმის შეფასების” დოკუმენტის პრეზენტაცია, ასევე, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესახებ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სავალან მირზოევი და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები სიტყვით გამოვლენ. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართება.
შეხვედრა დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში, 16:00 საათზე დაიწყება.