სტიქია ვანში (ფოტოკოლაჟი)
ძლიერი წვიმის შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა და რამდენიმე სოფელი დაზარალდა,
ციხესულორში, შუამთასა და მთისძირში უხვი ნალექის შედეგად ზარალი 12 ოჯახს მიადგა, დაიტბორა მიწები და საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მდინარე ნასერელაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვითარებას ადგილზე გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნო.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ბიუჯეტის შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა