სვანეთში თოვს
ზემო სვანეთში თოვს. როგორც “კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, თოვს მესტიის რაიონის სოფლებში, მათ შორის უშგულში, იფარში, მულახში, ბეჩოში. “კვირას“ ინფორმაციით, თოვლის საფარმა აღნიშნულ სოფლებში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეაფერხა.