უგულავა ნარმანიას არაკომპეტენტურობასა და სიცრუეში ადანაშაულებს
ესტაკადის მშენებლობა 2 მილიონი ლარი კი არ დაჯდება, როგორც ამას ნარმანია ამბობს, არამედ 15-25 მილიონი ლარი – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა და თბილისის მერი დავით ნარმანია სიცრუეში დაადანაშაულა. “ეს არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ეს არის არაკომპეტენტურობა. ასეთი სიგრძისა და კონსტრუქციის ესტაკადა 2 მილიონი ვერ დაჯდება, მითუმეტეს, ქვემოთ დიდი კოლექტორია. ამ ესტაკადის ფასი მინიმუმ 15-25 მილიონის ლარის ფარგლებში იქნება იმისდა მიხედვით თუ რა გაძლიერებას გამოიწვევს კოლექტორი”, – განაცხადა უგულავამ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება.