ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 43 წლის მამაკაცია, რომელიც სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მამაკაცმა აღმოაჩინა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. შემთხვევის ადგილზე წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული მე-4 გვარდიული ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში აქტიურად მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები