ბაჩო ახალაია სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი დატოვა, რის მიზეზადაც მან შეუძლოდ ყოფნა დაასახელა. შესაბამისად, მას დღევანდელ პროცესზე აღარ დაკითხვენ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე შესაძლოა მოხდეს ბაჩო ახალაიას სად-ის თავმჯდომარეობის პერიოდში მისი მოადგილის რევაზ ჭარბაძის სკაიპით დაკითხვა. ჭარბაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეა ბრალდებული. იგი საქართველოში არ იმყოფება და ძებნილად ითვლება.