ვოლსკი – SIGA-ს პუბლიკაციაზე: ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც სიცრუეში პირდაპირ ადანაშაულებს ჩვენს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციას ეხმაურება.
„ოპოზიციის ერთადერთი მთავარი მიზანია, რომ როგორმე პარტნიორ ქვეყნებში, საზოგადოებაში გაავრცელოს ეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს, რაღაც დახმარება რუსეთის ფედერაციას გაეწევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს აბსოლუტურად ტყუილი გამოდგა და ეს არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ სიცრუეში აშკარად ადანაშაულებს პირდაპირ ჩვენს ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შვეიცარიის გლობალური საქმეთა ინსტიტუტის (SIGA) პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ინფორმაციის დეტალური შესწავლა ცხადყოფს, რომ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებები ჩვეულებრივ საეჭვო ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული.