ბექა ოდიშარია: სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში აფინანსებს არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ დემოკრატიულ ჰელოუინს

“სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა აფინანსებს საქართველოში არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ დემოკრატიულ ჰელოუინს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„თქვენ ნახეთ როგორც მხარდაჭერილიც იყო ეს ფესტივალი, თვითონ იდგნენ და ერთმანეთის პავილიონებში გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ასეთი პოლიტიკური სეირნობების დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციას, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს არჩევნების დასასრულს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები