ბექა ოდიშარია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ იცვალეს შემთხვევით?

,,ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ იცვალეს შემთხვევით? თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, განცხადება ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია.

„ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია „ქოლცენტრებთან“. ალბათ, კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები, გერმანიის პროკურატურასთან ერთად გამოვლენილი დანაშაულები და დამნაშავეები; კეზერაშვილზე მომზადებული „ბიბისის“ ფილმი. „ბიბისი“ არ გახლავთ „ტვ პირველი“, „მთავარი“ ან „ფორმულა“. ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედია პლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და ხაზგასასმელია, გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ “ოფშორი” უწოდეს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები