„ირანს უფლება აქვს აგრესორებს უპასუხოს“ – პეზეშკიანი
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თეირანი მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას, მაგრამ არ დაემორჩილება ზეწოლას და საერთაშორისო დებულებების შესაბამისად, უფლება აქვს აგრესორებს უპასუხოს.
„მიესალმება ყველა ქვეყანასთან ურთიერთქმედების განვითარებას და ხაზს უსვამს პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარების აუცილებლობას, ირანი არასოდეს დაემორჩილება ზეწოლას, სანქციებს, იძულებას და აგრესიას, უფრო მეტიც, საერთაშორისო დებულებების შესაბამისად, მას თავის უფლებად მიაჩნია, რომ აგრესორებს პასუხი გასცეს“, – ნათქვამია მასუდ პეზეშკიანის განცხადებაში, რომელიც ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.