საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ტყის ხანძრების ლიკვიდაციაში სამხედროები ჩაერთნენ.
მედიის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დასახლება პენტელში ცეცხლის ჩაქრობაში 88 ჯარისკაცია ჩართული.
ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, ნეა პენტელში ცეცხლი სკოლის შენობას მოედო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული მეხანძრეებისა და ტექნიკის რაოდენობა სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის.
ხანძარი ათენის გარშემო არსებულ კიდევ რამდენიმე დასახლებაშიც მძვინვარებს. დამწვარია რამდენიმე სახლი. ევაკუირებულია ათასობით მოქალაქე. საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მოსახლეობის გაყვანის პროცესი გრძელდება.
ხანძრების გამო შექმნილი რთული სიტუაციის გამო საბერძნეთმა დახმარებისთვის ოფიციალურად მიმართა ხორვატიას და ესპანეთს.
ინფორმაციისთვის, საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.