ოთარ დანელია აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა უკვე დაწყებული ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.