საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან საცობია
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან, საცობია.
ვიდეო და ფოტომასალას სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ. როგორც ისინი წერენ რამდენიმესაათიან რიგში უწევთ დგომა.
ამასთან როგორც რუსულ ტელეგრამ არხებზე რუსეთის მოქალაქეები წერენ, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი რუსეთის მხრიდან არის და მოქალაქეები საქართველოში შესვლას სხვადასხვა გზით ცდილობენ.