„უკრაინას კანონიერი უფლება აქვს, რომ საკუთარი თავი დაიცვას“ – ევროკავშირი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის კანონიერი უფლება, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას „აქვს კანონიერი უფლება დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმების გზით“.

„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლებების სრულ მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებზე“, – თქვა მან.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ამასთან, აღნიშნულ ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები