რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსეი სმირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.
მანვე დასძინა, რომ რეგიონის სასაზღვრო რაიონებში მძიმე ოპერატიული ვითარება რჩება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს.