ტაილანდის სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებული რეფორმისტული პარტია დაშალა

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მან ერთხმად დაუჭირა მხარი პარტია “Move Forward”-ის დათხოვნას, რომელმაც შარშანდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

პარტიას მთავრობის ფორმირება აუკრძალეს, რადგან, სასამართლოს დადგენილებით, პოლიტიკური კამპანიის წინადადება – კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იყო ქვეყნის კონსტიტუციური მონარქიის დამხობის მცდელობა.

გადაწყვეტილების თანახმად, “Move Forward”-ის ყოფილ ლიდერს, პიტა ლიმჯაროენრატს და 10 სხვა მაღალჩინოსანს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა 10 წლით აეკრძალათ.

დაშლილი პოლიტიკური პარტიის დეპუტატებს, რომლებსაც არ ეკრძალებათ პოლიტიკაში ყოფნა, შეუძლიათ შეინარჩუნონ ადგილი პარლამენტში, ან ახალ პარტიაში გადავიდნენ.

“ახალი მოგზაურობა დაიწყო. მოდით, ერთად გავაგრძელოთ სვლა, ხალხო!”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები