პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის თავდასხმა კურსკზე დიდი პროვოკაციაა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
„კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია წამოიწყო. ის ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით.
მალევე მექნება შეხვედრა უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან – თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, ფედერალური უშიშროების სამსახურის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტთან.
კოლეგებისგან მიმდინარე მოვლენების შესახებ ანგარიშს მოვისმენთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.