ნიკა მელია: ომის დაწყების თარიღი სადავო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი
ომის დაწყების თარიღი სადავო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ.
„ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი. ვწუხვარ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.